10:02 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 16:11:38, 916 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მალე ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა აღიკვეთება

"ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ძალიან მალე აღიკვეთება",-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა  მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღკვეთაში რაიმე რეპრესიულ ფორმებს არ გულისხმობს. მისი განმარტებით, განვითარდება  პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა იმ დონეზე, რომ ბილწი სიტყვის გამოყენება სატელევიზიო სივრცეში  არავის მოუნდება.

"ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ჩვენი პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო კულტურის განვითარება. დღეს რაც ხდება ჩვენთან, სატლევიზიო სივრცეში, ნატა ფერაძის სახით, ალეკო ალისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა. ეს ძალიან მალე მოხდება. ბუნებრივია, არანაირ რეპრესიულ ფორმებზე არ ვსაუბრობთ, განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა იმ დონეზე, რომ სატელევიზო სივრცეში მსგავსი რამ აღარ მოხდება, არავის ამის სურვილი აღარ გაუჩნდება. კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევაზე არ ვგულისხმობ, საუბარია მხოლოდ კულტურის განვითარებაზე",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ  ალეკო ელისაშვილი 2012 წალმდე "ნაციონალური მოძრაობის"  პროექტებს ახორციელებდა და ნატა ფერაძეც მისი თანამოაზრეა.

 "ელისაშვილის ამოცანა გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის შეფუთვა. მათ რაიმე პრინციპული წვლილი არ შეუტანიათ საქართველოში მდგომარეობის გაჯანსაღებაში",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics