13:21 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 17:01:54, 642 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს

თბილისში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტის დროს გამართული შეხვედრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა  ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
 
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა  გლობალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში.
 
ამ კუთხით ხაზი გაესვა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტებს. მინისტრებმა დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ხოლო მეორეს მხრივ, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.
 
ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მხრიდან ინვესტიციების მზარდ მოცულობას და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი მაჩვენებელი  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერა.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
 
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  და პარლამენტის თავმჯდომარესთან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი ბანკის“ პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის
კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძის განცხადებით, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics