23:06 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 17:12:58, 840 ნახვა

პოლიტიკა
ნატა ფერაძე: ირაკლი კობახიძე ავტორიტარული სახელმწიფოს აშენების სურვილს გამოთქვამს

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ყველა მსგავსი განცხადება, აქციის მონაწილეების წისქვილზე ასხამს წყალს.

როგორც ფერაძე აცხადებს, ადამიანებს ქვეყანაში მარტივ რაღაცებზე უწევთ ენერგიის ხარჯვა მაშინ, როდესაც მთელი ენერგია სწორი მიმართულებით უნდა იყოს წარმართული.

„როგორც ჩანს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ „პარტიზანი მებაღეების“ გადაკიდებაში საქმე არ გამოელევა. ეს ხელისუფლება მერამდენედ ცდილობს სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას. იმდენი ჭკუაც არ აქვთ, რომ კამპანიის აგორებისას საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენონ. ირალი კობახიძე, პირდაპირ, ავტორირიტარული სახელმწიფოს აშენების სურვილს გამოთქვამს. რაც მეტ ცუდ განცხადებას გააკეთებს, ჩვენ მით უფრო გვაწყობს, რადგან ამით მათი თვითილუსტრაცია ხდება - ვინ არიან და რა გეგმები აქვთ. ისედაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მოსახლეობის და ასეთი განცხადებების მერე კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაგვიჭერს მხარს. გული მწყდება, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მარტივ რაღაცებზე გვიწევს ენერგიის ხარჯვა. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ეს ენერგია სწორი მიმართულებით წარიმართოს. ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის დაკამპლექსებული ადამიანების ხროვა, რომლებიც სიმართლეს თვალებში ვერ უყურებნ. ამ შემთხვევაში სიმართლე ჩვენ ვართ“, - აცხადებს ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა  მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ძალიან მალე აღიკვეთება.

„დღეს რაც ხდება ჩვენთან, სატლევიზიო სივრცეში, ნატა ფერაძის სახით, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა“, - აცხადებს კობახიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics