01:21 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 17:46:14, 1174 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ირაკლი კობახიძე გამოუცდელი, ახალგაზრდა კაცია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს

მე მგონი, კობახიძე ზედმეტს ლაპარაკობს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ტელეეთერში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ბატონი ირაკლის საუბარი, სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ვერაფერ ზეგავლენას ვერ მოახდენს, შეიძლება, ეს მისი სურვილია. მეეჭვება, ისეთი ძალაუფლების მქონე ადამიანმა, როგორიც ბატონ კობახიძეს აქვს, შეძლოს ტელეეთერში ბილწსიტყვაობის აკრძალვა. მე მგონი, კობახიძე ზედმეტს ლაპარაკობს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ჩემი აზრით, კობახიძე გამოუცდელი ახალგაზრდა კაცია, მას დიდი ტვირთი დაეკისრა და ეს ყველაფერი კობახიძეს უფრო და უფრო ბევრ სისულელეს ათქმევინებს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა  მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ძალიან მალე აღიკვეთება.

„დღეს რაც ხდება ჩვენთან, სატლევიზიო სივრცეში, ნატა ფერაძის სახით, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა“, - აცხადებს კობახიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics