19:46 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 18:35:10, 811 ნახვა

საზოგადოება
რომპეტროლ საქართველოს მენეჯმენტი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონებს გამარჯვებას მიულოცავს

ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი კომპანია რომპეტროლი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს, გამარჯვებას მიულოცავს. ამასთან დაკავშრებით საგანგებო პრესკონფერენცია 30 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისი მერიოტში გაიმართება.

შეხვედრას ოლიმპიელი ძალოსნები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ძალოსნობის ფედერაციის წარმომაგდენლები და რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი დაესწრებიან.  

რომპეტროლ საქართველო, რომელიც KMG International-ის ნაწილს წარმოადგენს, მეორე წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მხარდამჭერია და რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსნების წარმატებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა.

 „რომპეტროლს სჯერა წარმატებების, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა და მხარს უჭერს ოცნებას, რომელიც ხდის ადამიანებს გამორჩეულს, როგორც ეს ქართველმა ჩემპიონებმა შეძლეს. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. ეს დიდი წარმატება ძალოსნობის ფედერაციის დიდი ძალისხმევის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქნა მიღწეული, ამიტომ ჩვენ  გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ. სპორტი არის სწრაფვა მუდმივი წინსვლისკენ, კონკურენტუნარიანობის გაზრდის და წარმატების მიღწევისთვის, ეს მახასიათებლები ჩვენს ღირებულებებს გამოხატავს“ -  აცხადებს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი.

„მინდა მადლობა გადავუხადო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას და ჩვენს მეგობრებს ყაზახეთიდან. „რომპეტროლთან“ თანამშრომლობოთ დაიწყო განვიათარების სერიოზული პროცესები და ეს პროცესები გრძელდება. „როპეტროლის“ დახმარებით, ჩვენ დავუნიშნეთ ხელფასები ახალგაზრდა სპორტსმენებს და ახალგაზრდა მწვრთნელებს, შევძელით ქართველი მსაჯის საერთაშორისო ტურნირებზე გაგზავნა და საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი პოზიციების დაცვა, მაშინ, როდესაც ეს საჭირო გახდა. ჩვენ შევძელით ახალი დარბაზების რეკონსტრუქცია და აღორძინება. ჩვენს ძირითად ნაკრებს გაუმჯობესებული აღდგენითი პროცესები ჩაუტარდა. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარა ჩვენს ფედერაციაში მენეჯმენტის დახვეწაში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში. ჩავატარეთ აუცილებელი სამწვრთნელო სემინარები. მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები. ჩვენ იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის გაგრძელების და საერთაშორისო არენაზე ახალი მიღწევებით, აღიარებით „რომპეტროლთან“ მეგობრობის ახალი ეტაპის დაწყების. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  ბატონებს კაირატ კაბილოვს, კონსტანტინ პაპუშოის და ჟანატ ტუსუპბეკოვს. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში გვედგა. ჩვენ ამას ვაფასებთ“, - აცხადებს კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

2016 წლის ოლიმპიადაზე 22 წლის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, და მსოფლიო ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა,  მან ატაცში 215კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა.  ამავე დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ.

აღსანიშნავია, KMG International-ი კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია ძალოსნობის სპორტის მხარდამჭერი.

 ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით, KMG Internetional-ი რომპეტროლი უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებას. რომპეტროლ საქართველო მიმდინარე წელს საქართველოში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ქსელის განვითარებასა და ლოჯისტიკის დარგში. რომპეტროლი ქართულ ბაზარზე წარმოადგენს ევროპული ხარისხის EURO 5 საწვავის შემომტან კომპანიას.

რომპეტროლ საქართველო ნაწილია იმ საერთაშორისო რებრენდინგის პროგრამის, რომელიც საცალო ქსელში მიმდინარეობს და ითვალისწინებს ახალ კონცეფციას  და პრემიუმ კლასის დიზაინს ქართველი მომხმარებლისთვის. სადაც გაერთიანებულია მომხმარებლების საჭიროებები და საუკეთესო ტექნიკური სისტემა. რებრენდინგისთვის სპეციალური კვლევები ჩატარდა, რომპეტროლის სადგურები იქნება ახალი, უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი.

 

KMG International-ი წარმოადგენს  ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის შვილობილ კომპანიას და დასაქმებული ჰყავს 7 000 თანამშრომელი 12 ქვეყანაში.  2007-2009 წლებში განხორციელებული შესყიდვების შემდეგ, კომპანია გახდა პლატფორმა ცენტრალური აზიის ბუნებრივ რესურსებსა და ევროპის სპეციალიზებულ ბაზრებს შორის. რუმინეთში KMG International ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში - Petromidia Navodari Refinery, რომლის წლიური ნედლეულის გადამუშავების მოცულობა შეადგენს 5 მილიონ ტონას, ასევე Vega-ს გადამამუშავებელი ქარხანას პლოიეცში და ერთადერთ პოლიმერების საწარმოს. ჯგუფის საცალი ქსელი შეიცავს 1.100 გასამართ სადგურს რუმინეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბულგარეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics