13:36 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 18:49:31, 701 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ბელარუსის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის პირველ ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზიგაუსვა  ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში   სახელმწიფომ  აგრარული დარგის პრიორიტეტულად გამოაცხადა და დარგის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შემუშავდა.

ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, უკვე მიღწეულ შედეგებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიიტ გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ოთარ დანელიამ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და  ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის, მინერალური წყლების და თხილის საექსპორტო პოტენციალზე  ისაუბრა.

ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას  შორის მეგობრული ურთიერთობა. მიხეილ მიატლიკოვმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა.   ელჩმა  1-4 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ დაგეგმილ ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზე ოთარ დანელია  პირადად მიიწვია და აღნიშნა, რომ გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. 

შეხვედრას სოფლის მეურნოების მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics