08:09 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 20:01:57, 687 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციასშეხვდა.

საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.

მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში სტუმრობისა და იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანისუფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურრეფორმებს, ასევე, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყნის სწრაფი განვითარებაა.

„დელეგაციას ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ შევეხეთ, ჩემი აზრით, აშშ-სა და საქართველოს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს - რეგიონული სტაბილურობის ჩათვლით. პრემიერმა მიმოიხილა ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ეს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქურის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების კუთხით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა დუნკან ჰანტერმა.

საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომდემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. გიორგი კვირიკაშვილისგანცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება არჩევნებზე რაც შეიძლება მეტიდამკვირვებლის ჩამოსვლას, მათ შორის აშშ-ის კონგრესიდან.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics