12:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 21:38:45, 668 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ხელისუფლება მიესალმება არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩამოსვლას

"ხელისუფლება მიესალმება არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩამოსვლას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

​მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში სტუმრობისა და იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, ასევე, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყნის სწრაფი განვითარებაა.

„დელეგაციას ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ შევეხეთ, ჩემი აზრით, აშშ-სა და საქართველოს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს - რეგიონული სტაბილურობის ჩათვლით. პრემიერმა მიმოიხილა ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ეს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქურის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების კუთხით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ  კონგრესმენმა  მარკ სანფორდმა.

საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics