19:16 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 22:20:15, 522 ნახვა

სპეციალური ანონსი
30 აგვისტოს სპეციალური ანონსი

30 აგვისტოს, 10.30 საათზე, კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძესა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრებს პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვდება.

30 აგვისტოს, 11:00 საათზე, ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია ზაჰესში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს.
მის: ცქიტიშვილის მეორე შესახვევი, ხიდთან, ყოფილი გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

30 აგვისტოს, 11:00 საათზე, ფონდი „მოლოდინი“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
მის: ბათუმი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელობის სკვერი, პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთა.
საკონტაქტო პირი ნანა ჭანტურია - 555 56 26 00

30 აგვისტოს, 12:00 საათზე, „რიყის პარკის“ ტერიტორიაზე, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გარემოვაჭრეები, უცხოელი ტურისტებისათვის თვალსაჩინო ადგილზე, მჯდომარე აქციას დაიწყებენ. 
საკონტაქტო პირი სოფო ძიგუა - 593 46 44 43

30 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ სახალხო დამცველი არჩევნებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდება და საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის შესახებ ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

30 აგვისტოს, 12:00 საათზე, ფონდი „მოლოდინი“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
მის: ზუგდიდი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელობის სკვერი, ჯანაშიას ქ. #2.
საკონტაქტო პირი ნანა ხარაიშვილი - 558 284 555

30 აგვისტოს, 12:30 საათზე, ფონდი „მოლოდინი“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
მის:გორის კულტურისა და დასვენების პარკი „ახალი ბაღი“.
საკონტაქტო პირი გულნაზი დევაძე - 592 54 55 45

30 აგვისტოს, 12:30 საათზე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კნუტ ფლეკენშტეინთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის, უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის შეხვედრა გაიმართება. 
თბილისი, სათათბირო ოთახი N119

30 აგვისტოს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდება.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, ოთახი 119

30 აგვისტოს, 13:00 საათზე, „თბილისი მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართება და ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი კომპანია ”რომპეტროლი”, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებას მიულოცავს. 

30 აგვისტოს, 14:00 საათზე, სასტუმრო "შატო ყვარელში", საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. 
მის: ქალაქი ყვარელი, კუდიგორის ქ. #1ა, სასტუმრო "შატო ყვარელი"
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

30 აგვისტოს, 15:00 საათზე, ფონდი „მოლოდინი“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
მის: წყალტუბო, კულტურის პარკი.
საკონტაქტო პირი ზაზა თუთისანი - 577 98 89 55

30 აგვისტოს, 17:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (Global Forum) სამდივნოს უფროსი მონიკა ბხატია და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მის.: გორგასლის ქ. #16, VI სართული

30 აგვისტოს, 17.00 საათზე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვევა.

30 აგვისტოს, 18:30 საათზე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ ნაძალადევის ეწვევა.

30 აგვისტოს, 20:00 საათზე, ანაკლიის ციხესიმაგრეში, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics