03:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 12:46:48, 623 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე Yandex taxi-ზე: რუკები არ მინახავს, თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ფაქტია

გულწრფელად გეტყვით, რომ ეს რუკები არ მინახავს, თქვენგან მოვისმინე, თუ ეს ასეა რა თქმა უნდა პაქტი არის ძალიან ცუდი, - ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ, რუსული კომპანია „იანდექსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, თუმცა მისივე თქმით, ეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„ურთიერთობების დალაგებას ვცდილობთ, ეს არის ჩვენი პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების რჩევაც, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. ამ მიმართულებით კომპრომისი არ იქნება. ვიცი, რომ საქართველოში წლებია არსებობს სხვადასხვა რუსული კომპანიები. ვფიქრობ, რომ ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით ზოგადად არ იქნებოდა სწორი. ქვეყანაშ ბიზნესის კეთება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. მთავარია ბოროტად არ გამოიყენონ ეს მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ეს ფაქტი“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ რუსული კომპანია „იანდექსი“ შემოვიდა, რომელიც მოსახლეობას ტაქსის მომსახურებას სთავაზობს. Yandex taxi-ს რუკაზე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს რუკიდან განცალკევებულად არის წარმოდგენილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics