10:57 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 13:05:09, 875 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ყველაფერი იყიდება - „გირჩთან“ გაერთიანების დროს ბურჭულაძეს სახე ჩამოსტიროდა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას გუშინ პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

ცინცაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ბურჭულაძე რა დაპირებას გასცემს, რადგან ის პარლამენტში სოლიდური ფრაქციით ვერ შევა და შესაბამისად, ვერც ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს.

მისივე თქმით, საქართველოში ყველაფერი იყიდება და ამის ნათელი დადასტურება სწორედ „გირჩის“, ბურჭულაძის პარტიის, „ახალი მემარჯვენებისა“ და „ახალი საქართველოს“ წინასაარჩევნოდ გაერთიანება იყო.

„ჩვენთან ყველაფერი იყიდება. იგივე „გირჩზე“ არავინ არ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ ისინი ურცხვად გაიყიდნენ და ტელეეკრანებთან სიწითლის ნატამალიც არ ეტყობათ? ხალხს უნდა აინტერესებდეს რას პირდება მათ მმართველი გუნდი, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ბურჭულაძის დაპირებას მნიშვნელობა არ აქვს. მითხარით პოლიტიკოსი, რომლის ყიდვაც ივანიშვილს არ შეუძლია. ყველა და ყველაფერი იყიდება. ბურჭულაძეს სახე ჩამოსტიროდა, როდესაც „გირჩთან“ გაერთიანდა. ის „გირჩს“ საკუთარი ნებით „შეეკრა“, - განაცხადა ცინცაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics