18:15 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:01:38, 551 ნახვა

პოლიტიკა
კნუტ ფლეკენშტეინი: საქართველოში ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა

ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა, - ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების  პროგრესული ალიანსის" ჯგუფის  ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერაა.

“მე ორი მიზეზით ვიმყოფები საქართველოში, პირველი, იმიტომ რომ დიდი მოკითხვა გადავცე „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ შევთავაზო წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერა, რადგან ჩვენ "სოციალ-დემოკრატებმა" კარგად ვიცით, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, რომელშიც რომელშიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია წინასაარჩევნი კამპანიის განხორციელბა.

"ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, შეადარონ ეს ყველაფერი ერთმანეთს. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდეს გარკვეული შეცდომები, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე-ბრუსელამდე. თუ ცალკეული შეცდომები ხორციელდება, უნდა აღიკვეთოს განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. დღეს არის ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე მომწონს, ისიც მომწონს, რომ ოპოზიციამაც თქვა სტრასბურგში, რომ ჩვვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის საკითხში", - აღნიშნა ფლეკენშტეინმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics