03:40 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:10:18, 1153 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: დემურ სტურუასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება

დემურ სტურუასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს კონკრეტულად სავარაუდო დამნაშავეს, - ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან აუცილებელია სწრაფი ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში კიდევ უფრო გამყარდება რწმენა, რომ ვიღაც ხელს უწყობს ამ დანაშაულის დაფარვას.

„კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს კონკრეტულად სავარაუდო დამნაშავეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ყველა ღონისძიება გატარდეს, რომ ეს პიროვნება იყოს დაკავებული. მე ველი ასეთი ნაბიჯების გადადგმას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის თქმით, დემურ სტურუას საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის ავლენს იმ ხარვეზებს, რომელიც საქართველოში რეალურად არის.

„იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დადგინდეს მისი ადგილსამყოფელი. ეს იქნება ლაკმუსი იმის, თუ რამდენად ეფექტურია გამოძიება. ეს საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის რეალურად ავლენს იმ სისტემის ხარვეზებს, რომელიც საქართველოში რეალურად არის. აქ საუბარია იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა ზოგადად იმ ფორმებით, როგორც ის საქართველოში არსებობს, არის მიუღებელი, მკაცრი და არაჰუმანური. ხელისუფლებამ ეს პოლიტიკა მთლიანად უნდა შეცვალოს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics