12:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:27:30, 1239 ნახვა

სამართალი
ანა ნაცვლიშვილი: მნიშვნელოვანია, დემურ სტურუას საქმეზე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს

არ ვიცი,  რამდენად მართალია ის გარემოება, რომ შესაძლოა, გოდერძი თავაძეს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს დადასტურდა, გააჩენს განცდას, რომ აქ არ გვაქვს საქმე ერთი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ ქმედებაზე, -  ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლოა, სისტემა მოქმედებდეს იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეს ხელს აფარებდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემურ სტურუას საქმეზე სწრაფი, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე განხილულ იქნას იმ ძალიან რთულ კონტექსტში, რომელიც საქმეს თან ახლავს და სისტემური მიდგომა დაადასტუროს ხელისუფლებამ. ნარკოპოლიტიკის გადახედვა იქნება ეს, თუ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics