16:22 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:39:11, 715 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ჭკუასელი ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი  ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, შუა და ზემო სურების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე  სოფლისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა სოციალური პროექტების დაჩქარება და უფრო მეტად ხელმისაწვდომობა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ უკვე აქვთ ამბულატორია, დაგეგმილია გზის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია მაღალმთიანი სოფლებისთვის.

თემურ ჭკუასელმა გამარჯვების შემთხვევაში მათ მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. აღნიშნა, რომ „აუცილებელია სოფლის მოსახლეობისთვის შეღავათების  დაწესება, აუცილებელია წახალისდეს ადგილობრივი ახალგაზრდობა რომ  მათ არ მიატოვონ მშობლიური კუთხე, ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია სოფლის დახმარების პროგრამა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები მალევე დაიწყოს და მალევე დასრულდეს რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე იწვნიოს კეთილდღეობა."

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი მოსახლეობას ყველა სასიკეთო წამოწყებაში მათ გვერდით დგომას და და ყველა პრობლემის ადრესატამდე მიტანას დაპირდა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics