09:54 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 15:08:21, 855 ნახვა

საზოგადოება
ქუმსიშვილი: ვეჭვობ, რომ „იანდექს ტაქსის“ შემოსვლით შესაძლოა, ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვეოდეს

მეც ვეჭვობ, რომ საქართველოში „იანდექს ტაქსის“ შემოსვლით შესაძლოა, ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვეოდეს, - ამის შესახენ ჟურანლისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუხცადა.

მინისტრის განმარტებით, ამ თემაზე საუბარი ჰქონდა და საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. 

„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით,  შემიძლია  პიროვნულად გითხრათ, მეც მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს ოკუპაციის შესახებ კანონი.   ერთმნიშვნელოვნად კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრინველყოფილი. არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ  აქვს, მიუხედავად იმისა,  რომ თავად კომპანია,რამდენადაც მე მოვიკითხე და გავერკვიე,  არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა. რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას“,-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ქუმსშივილის თქმით, მიუხედავად ამისა, ყველამ,  ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, პატივი უნდა სცეს  კანონმდებლობას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ რუსული კომპანია „იანდექსი“ შემოვიდა, რომელიც მოსახლეობას ტაქსის მომსახურებას სთავაზობს. Yandex taxi-ს რუკაზე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს რუკიდან განცალკევებულად არის წარმოდგენილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics