10:52 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 15:27:39, 890 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ძალადობრივი სისტემა არ დანგრეულა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის მიმალვის ფაქტს ეხმაურება.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბერძენიშვილი აცხადებს, სანამ დამნაშავე თავისუფალია, დანაშაულს მასთან ერთად არსებული ხელისუფლებაც იზიარებს.

„პოლიტიკური განცხადებები არ შველის იმ საქმეს, რომ ადამიანი, რომელსაც აშკარად ედება ბრალი, მიმალვაშია. ხელისუფლების ვალია იპოვოს ის და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. დანარჩენი ლაპარაკი არც ხელისუფლებასა და არც დაღუპულის ოჯახს შვებას არ მოუტანს. კალაძემ რაც უნდა თქვას. დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და სანამ პოლიციელს არ დააკავებენ და განაჩენს არ გამოუტანენ, მანამდე ეს ლაპარაკი ვერავის უშველის. ჩემთვის გაუგებარია თუ რა მიზანს ემსახურებოდა ბატონი კალაძის გამოსვლა. ახსნა იმისა თუ პოლიციამ ვინ როდის უნდა დააპატიმროს, ჩვენი პრობლემა არ არის. სანამ დამნაშავე თავისუფალია, დანაშაულს მასთან ერთად არსებული ხელისუფლებაც იზიარებს. არსებობს ეჭვი, რომ სხვა პოლიციელმა მას მიმალვაში ხელი შეუწყვეს. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში ასეთი დონის „მოღვაწე“ ვერ უნდა დაიმალოს. მას ვიღაცა ხელს აფარებს, რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ძალადობრივი სისტემა ჯერ კიდევ არ არის დანგრეული. აშკარად სახეზეა სისტემური ტიპის დანაშაული. ეს ერთი პოლიციელის თვითთნებობა არ არის, მას ვიღაცა ხელს აფარებს. ჩვენ ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ - ეს სისტემა არ იყო წესრიგში მოყვანილი. ამიტომ ვზრუნავდით, რომ დიდი მონსტრი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაშლილიყო ორ ნაწილად მაინც. ეს გაკეთდა, მაგრამ საქმე ბოლომდე მისაყვანია, პოლიციაში წესრიგი ბოლომდე არ არის დამყარებული. ასეთი ტიპის დანაშაული ამერიკაშიც ხდება და ნუ მეტყვით, რომ ამის აღკვეთა 3 და 4 წელში შეიძლებოდა. მთავარია დამნაშავე ვიპოვოთ და მასთან ერთად, ყველა ის ადამიანი დავსაჯოთ, ვინც პოლიციელს ხელს აფარებდა.  არ უნდა ლაპარაკი იმაზე ვინ სად იყო 2012 წელს. პასუხისმგებლობა არის ყველაზე, ვინც იმ დროს ხელისუფლებაში იყო, რომ ასეთი ტიპის დანაშაული არ არის აღმოფხვრილი“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო გააკეთა.

დღეს კი ვიცე-პრემიერის კახა კალაძეს განცხადებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ არ უნდა მომხდარიყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics