11:01 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 15:33:30, 729 ნახვა

საზოგადოება
რომპეტროლ საქართველოს მენეჯმენტმა რიოს ოლიმპიადის ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა

ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერმა კომპანია „რომპეტროლმა“ რიო დე ჟანეიროს  ოლიმპიადის ოქროს  და ბრინჯაოს  მფლობელ ქართველ სპორტსმენებს, გამარჯვება მიულოცა. ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია  დღეს, 13:00 საათზე, თბილისი მარიოტში გაიმართა. შეხვედრას ოლიმპიელი ძალოსნები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ძალოსნობის  ფედერაციის წარმომადგენლები და რომპეტროლ საქართველოს  გენერალური  დირექტორი დაესწრნენ.

რომპეტროლ საქართველო, რომელიც KMG International-ის ნაწილს წარმოადგენს,  მეორე წელია საქართველოს ძალოსნობის  ფედერაციის გენერალური მხარდამჭერია  და რიოს ოლიმპიადაზე ქართველი /ძალოსნების წარმატებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა.

„რომპეტროლს სჯერა წარმატებების, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა და მხარს უჭერს ოცნებას, რომელიც  ხდის ადამიანებს  გამორჩეულს, როგორც ეს  ქართველმა ჩემპიონებმა შეძლეს. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. ეს დიდი წარმატება ძალოსნობის ფედერაციის  დიდი ძალისხმევის  და თავდაუზოგავი შრომის  შედეგად  იქნა მიღწეული, ამიტომ ჩვენ გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ. სპორტი არის სწრაფვა  მუდმივი წინსვლისკენ, კონკურენტუნარიანობის გაზრდის და წარმატების მიღწევისთვის, ეს მახასიათებლები ჩვენს ღირებულებებს გამოხატავს“,-აცხადებს რომპეტროლ საქართველოს  გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი.

საქართველოს ძალოსნობის  ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობასა და მეგობრებს  ყაზახეთიდან. მისი თქმით,

„რომპეტროლთან“ თანამშრომლობით განვითარების სერიოზული  პროცესები დაიწყო  და ეს პროცესები  გრძელდება.

„ „რომპეტროლის“ დახმარებით, ჩვენ დავუნიშნეთ ხელფასები  ახალგაზრდა სპორტსმენებს და ახალგაზრდა მწვრთნელებს, შევძელით ქართველი მსაჯის საერთაშორისო ტურნირებზე  გაგზავნა და საერთაშორისო  სასამართლოში ჩვენი პოზიციების დაცვა მაშინ, როდესაც საჭირო გახდა. ჩვენ შევძელით ახალი დარბაზაების რეკონსტრუქცია და აღორძინება. ჩვენს  ძირითად ნაკრებს გაუმჯობესებული აღდგენითი პროცესები ჩაუტარდა.  ეს თანამშრომლობა დაგვეხმარა ჩვენს ფედერაციაში  მენეჯმენტის   დახვეწაში, საერთაშორისო ექსპერტების  მოწვევაში. ჩავატარეთ აუცილებელი  სამწვრთნელო  სემინარები. მაღალ დონეზე ჩატარდა  საქართველოს ჩემპიონატები. ჩვენ იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის გაგრძელების  და საერთაშორისო არენაზე  ახალი მიღწევებით, აღიარებით „რომპეტროლთან“ მეგობრობის ახალი ეტაპის დაწყების. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს კაირატ  კაბილოვს, კონსტანტინ  პაპუშოის და ჟანატ ტუსუპბეკოვს.მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში გვედგა. ჩვენ ამას ვაფასებთ“,-ამბობს კახი კახიაშვილი.

სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით,  გარკვეულ ტრადიციად იქცა კერძო კომპანიების მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა, რაც მისასალმებელია:

„მით უმეტეს,  როცა ეს არის უცხოური კომპანია. ბიზნესის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს სპორტის შემდგომ განვითარებას. მით უმეტეს, როცა წარმატებულია ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა და თვითონ უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ეს ბუნებრივია უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, იყვნენ წარმატებულნი. დიდი მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც ქართული სპორტის განვითარებაშია ჩართული“,-აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

2016 წლის  ოლიმპიადაზე 22 წლის  ძალოსანმა  ლაშა ტალახაძემ  საქართველოს პირველი  ოქროს მედალი მოუტანა და  მსოფლიო ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მან  ატაცში 215 კილოგრამი, აკვრაში კი, 258 კილოგრამი დააფიქსირა. ამავე დღეს  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა  ირაკლი თურმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ KMG International ძალოსნობის სპორტის  მხარდამჭერი კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია.

ქართულ ბაზარზე  უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით, KMG International-ი რომპეტროლი  უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის  მაღალ დონეზე შესრულებას. რომპეტროლ საქართველო  მიმდინარე წელს  საქართველოში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას  განახორციელებს ქსელის განვითარებასა და ლოჯისტიკის დარგში. რომპეტროლი ქართულ ბაზარზე წარმოადგენს  ევროპული ხარისხის  EURO 5 საწვავის  შემომტან კომპანიას. რომპეტროლ საქართველო  ნაწილია იმ საერთაშორისო რებრენდინგის პროგრამის, რომელიც საცალო ქსელში მიმდინარეობს და ითვალისწინებს  ახალ კონცეფციას  და პრემიუმ კლასის  დიზაინს ქართველი მომხმარებლისთვის, სადაც გაერთიანებულია  მომხმარებლების  საჭიროებები  და საუკეთესო  ტექნიკური სისტემა. რებრენდინგისთვის  სპეციალური კვლევები ჩატარდა, რომპეტროლის სადგურები იქნება ახალი,  უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი.

KMG International-ი წარმოადგენს  ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და  გაზის კომპანია KazMunayGas-ის შვილობილ კომპანიას და დასაქმებული ჰყავს  7 000 თანამშრომელი  12 ქვეყანაში. 2007-2009 წლებში განხორციელებული შესყიდვების შემდეგ,  კომპანია გახდა პლატფორმა  ცენტრალური აზიის ბუნებრივ რესურსებსა  და ევროპის სპეციალიზებულ ბაზრებს შორის. რუმინეთში KMG International ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში-Petromidia Navodari Refinery, რომლის წლიური ნედლეულის გადამუშავების  მოცულობა შეადგენს 5 მილიონ ტონას, ასევე Vega-ს გადამამუშავებელი ქარხანას  პლოიეცში  და ერთადერთ პოლიმერების  საწარმოს. ჯგუფის საცალო ქსელი შეიცავს 1.100 გასამართ სადგურს რუმინეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბულგარეთში, სფრანგეთსა და ესპანეთში.

    (R)

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics