17:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:02:32, 680 ნახვა

რეგიონი
ზურაბ ტყემალაძემ საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს ღვაწლმოსილ მუშაკებს სიგელები გადასცა

საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ეკონიმიკური საბჭოს გასვლით სხდომაზე იმსჯელეს. რომელიც დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რომან მამულიძემ საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობასა და ამ შესაძლებლობის ეფექტური გამოყენების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან ჩვენი ქვეყნის საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ეფექტურობის ამაღლების და საზღვაო-სავაჭრო ფლოტის აღდგენის შესაძლებლობაზე ასევე, ქართველი მეზღვაურების დასაქმებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგის კვლევის შედეგებიც წარმოადგინა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პროფესორმა ირაკლი შარაბიძემ საქართველოში საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის კადრების მომზადების და ამ სფეროში არსებული პრობლემებისა თუ მიღწევების შესახებ ისაუბრა.

სხდომაზე გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოს საზღვაო დროშის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. 

სხდომის დასასრულს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ საპატიო სიგელები საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს ღვაწლმოსილ მუშაკებს გადასცა. 

ცნობისთვის, აღნიშნული სხდომა დღეს, ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics