01:54 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 17:02:20, 1235 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: ქვეყნის განვითარებისთვის 2020 წლის ჩათვლით დაახლოებით 5 მილიარდის დახარჯვას ვაპირებთ

მიუხედავად საქართველოს გარშემო არსებული არასახარბიელო ეკონომიკური განვითარების ტენდენციებისა, საქართველო წელს დაახლოებით სამპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მომავალი წლიდან მთავრობა გეგმავს, 2020 წლის ჩათვლით, დაახლოებით 5 მილიარდი დაიხარჯოს.

„მომავალი წლიდან მოყოლებული ჩვენ ვგეგმავთ, რომ დაახლოებით ხუთი მილიარდი 2020 წლის ჩათვლით დაიხარჯოს, დამატებით იმისგან, რაც უკვე იხარჯება. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო ბანკებთან, მზად გვაქვს განვითარების გეგმა, რაც ერთი მხრივ გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაცული ხარჯების გაყინვას იმ ნიშნულზე, რომელიც დღეს არის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევამციროთ კიდეც ეს ხარჯები, მეორე მხრივ კი, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიმერი დოლარი, რომელიც დაიხარჯება ინფრასტრქტურის მიმართულებით, იყოს გათვლილი ეკონომიკურ სარგებელზე და ეს არ იყოს სოციალური მიმართულებით დახარჯული თანხები. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ  7-8 პროცენტიან  ზრდას, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდა რაღაც გლობალური კატაკლიზმები. ეს   არის აბსოლუტურად რეალური და ამ პროგრამის განხორციელებას ჩვენ უკვე ვიწყებთ შემოდგომიდან“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.    




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics