00:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 19:02:04, 685 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრი პედაგოგების გამოცდების შედეგებზე: ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს

"ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს" - ასე აფასებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდების შედეგებს.

როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, არ არის კარგი გამოცდა.

 ”ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი პოზიცია ამ გამოცდებთან დაკავშირებით იცით. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ რომელი მიმართულებით წავიდნენ. ასევე, გვექნება კრიტერიუმები, მასწავლებლის სოციალური აქტივობა, ბავშვებთან, მშობლებთან, ოჯახებთან მუშაობა, რათა ბავშვები მეტად დაამოტივირონ, მაგალითად, პროფესიული ორიენტაციის კუთხით ან პატრიოტიზმის კუთხით”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662. 

საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.

​ასევე, ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics