04:16 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 19:18:32, 802 ნახვა

საზოგადოება
ქართველი პარასპორტსმენები რიოში მიემგზავრებიან

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია 31 აგვისტოს, 09:30 საათზე გაიმართება. პარალიმპელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია შეხვდებიან.

სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს გაემგზავრება.  

წელს ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: პარამშვილდოსნობა - ვანო წიკლაური - გამოვა 10 სექტემბერს, 15.00 სთ; პარაძიუდო - ზვიად გოგოჭური - გამოვა 10 სექტემბერს, 10.00 სთ; წოლჭიმი (შტანგა) - აკაკი ჯინჭარაძე - გამოვა 13 სექტემბერს, 16.00სთ;  პარაცურვა - ლია ჩაჩიბაია - გამოვა14 სექტემბერს, 09.30სთ;  ეტლით ფარიკაობა - ირმა ხეცურიანი - გამოვა 14 სექტემბერს, 09.00სთ.
პირველი შშმ პირთა საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც  ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 

1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი — იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics