10:15 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 19:31:46, 649 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ საქართველოს ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა

31 აგვისტო-2 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა რესპუბლიკა ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერ მიხაილ რუსის ხელმძღვანელობით.  

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომის მუშაობაში. ასევე დგეგმილია სხვა ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის - ბელარუსის რესპუბლიკის გამოფენა და ბიზნეს-ფორუმი. 

ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ვიცე-პრემიერი, მიხაილ რუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ასევე ოფიციალური შეხვედრა გაიმართება ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერებს შორის  - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდება. 

31 აგვისტოს ბელარუსის დელეგაციის წევრები ეწვევიან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს, გაეცნობიან მის საქმიანობას, დაათვალიერებენ იქ მიმდინარე პროექტებს. ამავე დღეს ბელარუსის დელეგაციის წევრები თბილისში დაესწრებიან მაღაზია „პინკსდრევ“-ის გახსნის ცერემონიას, ასევე იგეგმება ტრაქტორების ამწყობი ქარხნის დათვალიერება. 

1-ლ სექტემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენა გაიხსნება, იქვე ჩატარდება საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოების ხელმძღვანელი პირები. ამავე დღეს იგეგმება ბელარუსის დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. 

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 1-ლ სექტემბერს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომით გაგრძელდება, მის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმებაა დაგეგმილი. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics