12:48 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 19:41:58, 642 ნახვა

სხვადასხვა
საქართველო ბელარუსის პირველ მასშტაბურ ნაციონალურ გამოფენას უმასპინძლებს

სექტემერში  საქართველო ბელორუსის პირველ მასშტაბურ ნაციონალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც 1-სექტემბერს 12:00 საათზე  ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria»-ში  გაიხსნება და 4 სექტემბრამდე გასტანს. განცხადება ამის შესახებ ა.რ სავაჭრო -სამრეწველო პალატის ადმინისტრაციის შენობაში  ბრესტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ლაგუნიმ გააკეთა. მან ბიზნეს სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.        

გამოფენა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ქ. მინსკში ოფიციალური ვიზიტის დროს 2016 წლის მარტში გადაწყდა.

ბელორუსის ნაციონალური გამოფენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება, რომლის ფარგლებშიც   დამთვალიერებელი ბელორუსში ნაწარმოებ პროდუქციას და კულტურულ პროგრამას გაეცნობა . მასში 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები, ბელორუსში მოღვაწე მსახიობები და მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria»  წარმოდგენილი იქნება ასევე პროდუქციის და მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა.

ასევე გამოყოფილი იქნება ცალკე სტენდი, რომელიც მიეძღვნება ბელორუსის რესპუბლიკის  ეკონომიკურ, საექსპორტო, საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს.

გამოფენა ემსახურება საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობასა და ორივე მხარის ბიზნეს სექტორის დაახლოებას. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქს არაერთი ბელორუსი ბიზნესმენი ესტუმრება, რომლებსაც საქართველოში სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები და საინვესტიციო პოტენციალი გააჩნიათ.


(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე, 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
„გასაძლიერებელია ძალისხმევა ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“ - კობახიძე უნგრეთში, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics