2016-08-30 20:26:26, 1995 ნახვა
მსოფლიო
სომალიში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა, დაიღუპა 12 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა.
დაღუპულია სულ მცირე 12 და დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
სომალის ხელისუფლების განცხადებით, პრეზიდენტის სასახლესთან დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.
პრეზიდენტის სასახლესთან მდებარე სასტუმროში უსაფრთხოების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბააბმა” აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან