09:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 11:10:32, 1666 ნახვა

სამართალი
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა გამოცხადდა

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის  მიმართ ძებნა გამოცხადდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ გუშინ  დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ პოლიციელს ორთვიანი პატიმრობა  დაუსწრებლად შეუფარდა.

მთავარ პროკურატურაში არ ეთანხმებიან  მოსაზრებას, რომ გოდერძი თევზაძის მიმართ ძებნა დროულად არ გამოცხადდა და მას ვიღაც ხელს აფარებს. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი  გამოძიებას მას შემდეგ მიემალა, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა.

პროკურორის  განცხადებით, ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ორჯერ დაკითხეს და ის გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

ცნობისთვის, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics