00:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 13:47:56, 1032 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსს“ „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგ იყენებს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას ეხმაურება, სადაც თარხან-მოურავი თურქეთს მტერს უწოდებს.

როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, თარხან-მოურავი სახიფათო თამაშს ეწევა და აჭარაში სიტუაციის არევა სურს.

„დავით თარხან-მოურავს ბათუმთან აკავშირებს მხოლოდ რუსული შეკვეთა, რათა ანტიმაჰმადიანური და ანტითურქული ტექსტები ილაპარაკოს. ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ხელისუფლების ქმედებებზე, თავის ორ სატელიტს - პაატა ბურჭულაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსს“, მთელი ქვეყნის მასშტავით, ოპოზიციურ მინდორზე საბალახოდ უშვებენ. ბურჭულაძისა და თარხან-მოურავის ტექსტები აჭარაში სახიფათოა. ეს არის რუსული თამაში. ბურჭულაძეს ამის თაობაზე წარმოდგენა არ აქვს და პირიქით, თარხან-მოურავს ყველაფერი გააზრებული აქვს. „პატრიოტთა ალიანსი“ არის ანტიდასავლური ძალა და მას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, საკუთარი მერკანტილური იტერესებისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ იყენებენ. სწორედ ივანიშვილი და კვირიკაშვილი არიან ბურჭულაძისა და თარხან-მოურავის უპასუხისმგებლო განცხადებებზე. „რესპუბლიკელები“ აჭარაში დავხვდებით მათ და საკადრისს პასუხს გავცემთ. მე აჭარაში პარტიის სიის პირველი ნომერი ვარ, ისევე როგორც თარხან-მოურავი, გიორგი ვარშალომიძე და „ქართული ოცნებიდან“ აღარ მახსოვს ვინ არის სიის პირველი ნომერი. მე მათ ვეპატიჟები, რომ ბათუმის საარჩევნო ოლქში იყარონ კენჭი, მაგრამ ამას ვერც ერთი ვერ ბედავს. თუმცა, როგორ სიის პირველი ნომრებს ჩემთან დებატები მაინც მოუწევთ. მე ჩემს პერსონალურ უპირატესობაზე არ ვლაპარაკობ, მე კვალიფიკაციაზე და სიფრთხილეზე ვსაუბრობ. თურქეთსა და რუსეთის დანახვა არ შეიძლება ისტორიული გადმოსახედიდან. მე ისტორიკოსი ვარ და იცი რა არის ისტორია. თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და სამხედრო თვალსაზრისით ბევრს ვთანამშრომლობთ. რუსეთი კი ოკუპანტია. თარხან-მოურავი აჭარაში პოლიტიკური სიტუაციის არევას აპირებს. თუმცა, მაგის საშუალებას არ მივცემთ. უცოდინრობაა ქვეყანას ოკუპანტი უწოდო, როდესაც მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაქვს. მსგავსი უცოდინრობა იყო თარხან მოურავის მოწოდება, რომ ხელისუფლებას  სომხური გენოციდი ეღიარებინა. ის იმდენად ანტიმაჰმადიანურ განწყობებზეა, წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. არც ერთ ქვეყანას მეზობელთან დაკავშირებით არ მოეთხოვება ისტორიული, ფაქიზი თემების თაობაზე მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება. სომხეთისხელისუფლებასა და ოპოზიციას 26 წლის განმავლობაში არ უთხოვია საქართველოსთვის, რომ გენოციდი ეღიარებინათ. მათ ესმით, რომ საქართველოს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ეს ყველა ქართველ პოლიტიკოსს ესმის, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა. თუ გულწრფელად ვიტყვით, მათაც ესმით, მაგრამ დავალებებს ასრულებენ. თქვენი სააგენტოს მეშვეობით მივმართავ, რომ ნებისმიერ ეთერში ვიდებატოთ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს და მთლიანად თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მტერია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics