10:47 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 14:30:43, 633 ნახვა

საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის რეფორმით მოქალაქეებისთვის ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტი ბარიერს აღარ წარმოადგენს

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრშირეგისტრაციისას მოქალაქეებისთვის ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტი ბარიერს აღარ წარმოადგენს:

"ამ დრომდე მოქალაქეები მიწის ნაკვეთს მხოლოდ იმიტომ ვერ ირეგისტრირებდნენ, რომ მათ დოკუმენტებში სახელი გვარი შეცდომით ეწერა,ასოებში შეუსაბამობა იყო, დოკუმენტს არ ჰქონდა მითითებული ნომერი, თარიღი და მისამართი, მიღება-ჩაბარების აქტს აკლდა სათანადორაოდენობის უფლებამოსილი პირების ხელმოწერა ან შედგენილი იყო ფორმის დაუცველად, თუმცა აკმაყოფილებდა კანონმდებლობითდადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამიერიდან ეს ყველაფერი ხარვეზად აღარ ჩაითვლება, თუ საბუთში სხვა აუცილებელი მონაცემებიაწარმოდგენილი. მაგალითად, დოკუმენტის გაცემის წელი, მიწის ნაკვეთის ფართობი, დამოწმებულია ბეჭდით და ახლავს უფლებამოსილი პირისხელმოწერა. ყველა ეს დოკუმენტი რეგისტრაციის პროცესში სრულყოფილად ითვლება.

მოქალაქის დოკუმენტები კანონიერი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მათ აკლიათ თარიღი, ნომერი, მისამართი, მიღება-ჩაბარების აქტს არ აქვსსათანადო რაოდენობის უფლებამოსილი პირების ხელმოწერა ან შედგენილია ფორმის დაუცველად, მაგრამ აკმაყოფილებს კანონმდებლობითდადგენილ სხვა მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ ნაკვეთის მფლობელობის დასადასტურებლად მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სასამართლოშიწასვლა. ახალი კანონი მათ სრულყოფილ დოკუმენტად აღიარებს.

ამას გარდა, თუკი მოქალაქემ წლების წინ მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ გარიგება მხოლოდ ზეპირად ან წერილობით, ნოტარიუსის ან საჯარორეესტრისთვის მიმართვის გარეშე გააფორმა, რის გამოც რეგისტრაციას ვერ ახერხებდა, ამიერიდან საშუალება აქვს, პროექტის მიმდინარეობისასნოტარიუსს ან საჯარო რეესტრს მიმართოს, გარიგება უფასოდ გააფორმოს და მიწის ნაკვეთიც მარტივად დაირეგისტრიროს.

როგორც ცნობილია, 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურადხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელებიქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნაბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციისპროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

„სახელმწიფო პროექტის" შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია.დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანისწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა",-აცხადებენ საჯარო რეესტრში.

მათივე ინფორმაციით, პროექტზე მუშაობისას მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები გამოვლინდა და მათ აღმოსაფხვრელად სპეციალური კანონი მომზადდა, რომლითაც:

შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი

აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდებოდა მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო,უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კიმხოლოდ სასამართლოს გზით იყო შესაძლებელი, რაც მოქალაქეებისთვის დროისა და დამატებითი რესურსის ხარჯვას ნიშნავდა. ამ პრობლემებსსაამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობა იწვევდა. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდებოდა, რაცცდომილების მიზეზი ხდებოდა, აფერხებდა მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავდა მესაკუთრეთა უფლებებს.

გატარებული ცვლილებების შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი დამტკიცდა. ამზომველსა დამოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზეპასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.

ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. ამზომველს ეცოდინება, როგორაზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს.კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა მოთხოვნადი გახდება.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრს ექნება უფლებამოსილება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის სისწორე,რაც კიდევ უფრო მეტად დაიცავს მესაკუთრის უფლებებს.

ამასთან, მიწის რეფორმის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასურს ამზომველებს სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტო უნაზღაურებს. პირობების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებულიხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზეარაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში; ზღვრული ოდენობები კი შემდეგია: ა) 1,5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით; ბ) 1,5 ჰა-დან5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით;

 სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში ეხმარება

პროექტის დაწყებამდე მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებული იყო, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ის სრული დოკუმენტაციაწარედგინა, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებდა; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი ქონებისრეგისტრაციაზე უარს ამბობდა. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრისვალდებულებას წარმოადგენდა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდებოდა.

ახალი კანონის თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდა. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივოდოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი ეხმარება. გაიზარდა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც მიწისრეგისტრაციაა შესაძლებელი. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებულიმნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობადა სხვა − აღარაა მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი,საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებითკომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.

გარდა ამისა, შესაძლებელია ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზება და ფაქტების კონსტატაციის გამოყენება. სახელმწიფო და ადგილობრივითვითმმართველობა მჭიდროდ თანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებითაა მხარდაჭერილი.

 სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში ეხმარება

ახალი კანონის ამოქმედებით სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს. მედიატორების, მათ შორისსანოტარო მედიაციის, მეშვეობით, სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე,მოგვარებაში ეხმარება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზემხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტებისკონსტატაცია) უსასყიდლოდ სრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება კი საჯარო რეესტრისმომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics