23:04 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:14:16, 1267 ნახვა

სამართალი
უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ცემის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, გმობს ამ ფაქტს და შეახსენებს საზოგადოებას, რომ მოსამართლის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების არსებობა და სამართლის უზენაესობის პრინციპის ცხოვრებაში გატარება.

"2016 წლის 26 აგვისტოს, გონიოში, საზოგადოებრივი თავშყრის ადგილზე, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. თავდასხმა უკავშირდებოდა მოსამართლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. 

აღნიშულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, გმობს ამ ფაქტს და შეახსენებს საზოგადოებას, რომ მოსამართლის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების არსებობა და სამართლის უზენაესობის პრინციპის ცხოვრებაში გატარება. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მოსამართლის წინააღმდეგ განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტი წარმოადგენს არა მარტო ინდივიდუალური მოსამართლის უფლებების უხეშ დარღვევას, არამედ, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, საკუთრივ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ფუძემდებლურ პრინციპზე თავდასხმას. იგი განუზომელ ზიანს აყენებს მთელ სასამართლო სისტემას, მის პრესტიჟს, ავტორიტეტს და მისდამი ხალხის ნდობას.  

მოსამართლის მიერ სამოსამართლო ფუნქციების  ჯეროვნად განხორციელება დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შიდა თუ გარეშე ზეწოლის, მუქარისა თუ ანგარიშწორების შიშის გარეშე უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესია, რომლის დაცვა  სახელმწიფოს ევალება, მაგრამ რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია მთელი საზოგადოების ძალისხმევისა და შეგნებული პასუხისმგებლობის გარეშე.    

სამართალწარმოების შედეგით უკმაყოფილო მხარეს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ხელთ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგების  კანონიერებისა და სამართლიანობის გადასინჯვის პროცესუალური შესაძლებლობანი  სააპელაციო და საკასაციო გასაჩივრების მეშვეობით. მოსამართლის ცალკეული ქმედებისა თუ საქციელის გაპროტესტება შესაძლებელია დისციპლინური მექანიზმების გამოყენებით; დამატებით, საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ნებისმიერ პირს, უფლება აქვს  თავისი დარღვეულად ნაგულვები უფლებების გამო საკითხი აღძრას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე. ყველას მოვუწოდებთ, თავიანთი უფლებების დასაცავად გამოიყენონ არსებული კანონიერი პროცესუალური საშუალებები, თავი შეიკავონ მოსამართლეებზე ზეწოლისა და ძალადობისაგან ხელი არ შეუწყონ დემოკრატიისათვის ეგზომ საშიში ტენდენციების ჩამოყალიბებას",-ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმედოვნებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები  დროულად და ეფექტიანად გამოიძიებენ ხსენებულ ინციდენტს და გაატარებენ შესატყვის  ღონისძიებებს მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის.   

ამასთან, საბჭო მოუწოდებს მედიას, არასამთავრობო სექტორს, სახელმწიფოს, თუ სხვა დაინტერესებულ ინსტიტუციებს, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ სასამართლოს როლისა და ფუნქციების სწორად აღქმას საზოგადოებაში, რომელსაც დემოკრატიული ცხოვრების გზა აქვს არჩეული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics