13:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:20:07, 659 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფომ პირველ ბენეფიციარს აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯები აუნაზღაურა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური პირველ ბენეფიციარს აუნაზღაურა, რომელმაც ოზურგეთის რაიონში სოფელ თხილნარში მის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 0.23 ჰა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო  პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრს მიმართა.

მოქალაქემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეძლო. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „გეოპროექტს“ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური 70 ლარის ოდენობით აუნაზღაურა. დღეის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში სააგენტო 200-მდე განაცხადს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის მთლიანი მოცულობა ერთ მესაკუთრეზე 1,5 ჰა–დან 5 ჰა–მდეა  აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ანაზღაურებას. ასანაზრაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 100 ლარს. თუ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი მოცულობა ერთ მესაკუთრეზე 1,5 ჰა–მდეა სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 80 ლარს.
აზომვითი ნახაზის მომზადება 

დაინტერესებული პირი მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად მიმართავს ამზომველს;

ამზომველი, დაინტერესებულ პირთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე ამზადებს მიწაზე შესაბამის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს. 

დაინტერესებული პირი ამზომველის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მიმართავს საჯარო რეესტრს, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით.

დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;
შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს (ინვოისი);
ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

სააგენტო საჯარო რეესტრის მომართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის  შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას. 

პროექტის ფარგლებში, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics