19:13 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:48:30, 782 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: საყურადღებოა, როგორ შეიძლება პარტია დაარეგისტრირო და მერე ხარვეზების გამო მოხსნა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებშ გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ვალერი კვარაცხელიასა და ლადო ბედუკაძის პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ორ პარტიას არჩევნებზე წარმატების შანსი არ ქონდათ და ამ თემაზე შეთქმულების თეორიების განვითარება არასწორია.

„არა მგონია, რომ ვალერი კვარაცხელიასა და ლადო ბედუკაძის პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა, მათი მკვეთრი პრორუსული ორიენტაციის ბრალი იყოს. მაშინ რეგისტაციიდან უნდა მოეხსნათ იგივე ბურჯანაძისა და მეჭიაურის პარტიებიც. თუ შეთქმულების თეორიას განვავითარებთ გამოდის, რომ ბურჯანაძეს კონკურენტებს აშორებენ. არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სისტემური ხასიათის იყო. ეტყობა იყო რეგისტრაციისას გარკვეული ხარვეზები. საყურადღებო ისაა, რომ როგორ შეიძლება პარტია გაატარო რეგისტრაციაში და მერე მოხსნა. ამ პროცეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული. ამაზე პასუხისმგებელი ვინმე უნდა იყოს და ამაზე არავინ არაფერს ამბობს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბედუკაძესა და კვარაცხელიას არჩევნებზე რაიმე შანსი ქონოდათ და მათი მოხსნისთვის არავის სცხელოდა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ საარჩევნო რეგისტრაციიადან პარტია „კვარაცხელია- სოციალისტები“ მოხსნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics