18:08 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 16:27:01, 1831 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დატბორილ მოხუცებულთა თავშესაფარში 9 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში, ივატეს პრეფექტურაში ტაიფუნ “ლაინროკის” მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მოხუცებულთა თავშესაფარში 9 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ადგილობრივი მედეა წერს, დატბორილი შენობა მდინარის პირას მდებარეობს, თუმცა წყალდიდობის გამო ხელმძღვანელობას თავშესაფრიდან ხალხი არ გაუყვანია.

ტაიფუნი “ლაინროკი” იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პრეფექტურებს დაატყდა თავს. გავრცელებული ცნობით, სულ სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლება 400 ათასს იაპონელს მოსალოდნელი მეწყერისა და წყალდიდობის გამო სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს.

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა რამდენიმე ავიარეისი.

ამჟამად ტაიფუნი “ლაინროკის” სიმძლავრე ტროპიკული შტორმის დონემდე შემცირდა. ციკლონი რუსეთის ტერიტორიას მიუახლოვდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics