01:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 16:46:37, 2133 ნახვა

მსოფლიო
ობამა და ერდოღანი "დიდი ოცეულის" ფარგლებში გიულენის ექსტრადიციას განიხილავენ

ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩინეთში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი აშშ-ისგან გიულენის ექსტრადირებას ელოდება და ამ მხრივ მუშაობას განაგრძობს.

თურქეთის ხელისუფლება პენსილვანიაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი  ჩინეთში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში 4 სექტემბერს შეხვდებიან. პრეზიდენტები ასევე სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე იმსჯელებენ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics