20:52 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 18:07:46, 706 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის 4 წლიანი საქმიანობის საანგარიშო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას ასევე აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ნუგზარ სურმანიძემ მინისტრის რანგში ბოლო ანგარიში წარუდგინა მათ. დღეიდან ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ოფიციალურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. იგი წარგენილია ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს მიერ ქ. ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში აჭარის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდადატად.

ნუგზარ სურმანიძემ მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა რეგიონის ჯანდაცვის სიტემის მიღწევებზე, დანერგილ სიახლეებსა და ახალ ინფრასტურუქტურულ პროექტებზე.

"დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში მოვისმინეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ბევრი რამ გაკეთდა ამ სფეროში. არ შეიძლება ამის არდანახვა. ის ძალიან ეფექტური მენეჯერია. არჩევის შემთხვევაშიც იგი იქნება ხალხის სამსახურში და გააგრძელებს იმ კეთილ საქმეებს, რომლებსაც ყოველთვის აკეთებდა. მინდა მას ვუსურვო წამრატებები" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ და ნუგზარ სურმანიძესთან ერთად მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მუხლჩაუხრელი შრომისა და ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისთვის. 

მნიშვნელოვანია, რომ 2012 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 7,503,000 ლარს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 90 %-ით გაიზარდა და 2016 წელს შეადგენს 14,057,940 ლარს. 

ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამები. 2012 წელს სამინისტრო ახორიელებდა 11 პროგრამას, ხოლო 2016 წელს ახორციელებს 23 პროგრამას.

2013-2016 წწ სამინისტრომ მიზნობრივი ჯგუფებისათვის გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, სიახლეები დანერგა სოციალური დაცვის სფეროში, შეიმუშავა ახალი პროგრამები და ქვეპროგრამები, შეცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. კერძოდ, შეამცირა თანაგადახდა პაციენტების სასარგებლოდ.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics