16:43 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 18:11:37, 1794 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყება: ISIS-ის პრესმდივანი რუსული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “ისლამური სახელმწიფოს” ე.წ. პრესმდივანი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი რუსული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაშის განცხადებაშია ნათქვამი, ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის, რამდენიმე სადაზვერვო არხით დადასტურებული ინფორმაციით, იყო საველე მეთაური აბუ მუჰამედ ალ-ადნანი, ცნობილი როგორც საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” “მედიასთან ურთიერთობების საკითხებში ოფიციალური წარმომადგენელი. 

სირიაში  „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. პრესმდივანი აბუ ალ-ადნანი მოკლეს. 

ალ-ადნანი ჯიჰადისტების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. Amaq-ის ცნობით, ის ალეპოს მახლობლად ქალაქ ბაბზე, განხორციელებული ავიადარტყმის დროს გარდაიცვალა. 

ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ დარტყმების განხორციელება უკვე დაადასტურა. მათივე ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ავიაიერიშის სამიზნე სწორედ ალ-ადნანი იყო.

ალ-ადნანი ჯიჰადისტურ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყი. ის დაჯგუფების პრესმდივანის ფუნქციას 2011 წლიდან ასრულებდა. ის “ისლამურ სახელმწიფოს” იერარქიაში თარხან ბათირაშვილის შემდეგ მეორე ადამიანად ითვლებოდა.

ცნობისთვის, წარსულში ალ-ადნანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმცია მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ცნობები არ დასტურდებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-ადნანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ თვითონ "ისლამურმა სახელმწიფომ" ალ-ადნანის გარდაცვალება უკვე დაადასტურა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზები და გარემოება არ დაასახელა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics