14:57 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 19:20:20, 630 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელი იზორიაზე: მისი უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის

"მისი უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის" - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თინათინ ხიდაშელი გონიოში სამხედროების დაკარგვის თემაზე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ეხმაურება. 

ხიდაშელის განცხადებით, ლევან იზორიას სიტყვები ვნებს ქართული ჯარის რეპუტაციას, რადგან მინისტრი კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე საუბრობს. 

„ეს წვრთნები დაიგეგმა 2011 წელს. ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის. მე ვთქვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები მასზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე არ ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემთვის ჯარის პრესტიჟი ყველაზე მთავარია, მაგრამ როცა უწყებაში მოდის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს ჯარის დისკრედიტაციისთვის, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები. მისი ყველა განცხადება, რომელიც ამ საქმეს ეხებოდა, მიმართული იყო ჯარის დისკრედიტაციისკენ. თავდაცვის მინისტრს არავითარი უფლება არ აქვს ილაპარაკოს იმ საქმის შესახებ, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და ისეთი განცხადებები აკეთოს, რომლებიც გვესმის. პირველი - მან თქვა, რომ მასობრივი დანაშაული იყო ჩადენილი. ფაქტობრივად, სრულიად შეიარაღებულ ძალებს დასდო ბრალი, რადგან მასობრივი დანაშაული ნიშნავს ბევრი სამხედრო ოფიცრის მონაწილეობას დანაშაულში და მეორე - რაც დღეს ბრძანა, რომ თურმე ჩვენ ქვეყანაში ინსტრუქტორები არ გვივარგა და არავითარი მზადყოფნა არ არის წვრთნებისთვის. იმეცადინოს - შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ჭკვიანი ადამიანები, ვისი გაშვებაც ვერ მოასწრო და რომლებიც ეტყვიან, რამდენი წვრთნა ტარდება მუდმივად, პარალელურ რეჟიმში. შემთხვევები ხდება. თავდაცვის სამინისტროს ვალი არის ის, რომ გაარკვიოს, ეს შემთხვევები არის უბედური შემთხვევები თუ ვიღაცის დაუდევრობით გამოწვეული და არა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა წინასწარ რეცეპტები გამოწეროს და ხან მასობრივ დანაშაულზე ილაპარაკოს და ხან იმაზე, რომ საერთოდ ინსტრუქტორები არ გვივარგა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა
DW - ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics