03:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 19:44:38, 707 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს,  მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ  ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში.

გიორგი კვირიკაშვილმა და მიხაილ რუსიმ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების,  ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის  სფეროში არსებობს.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.  აღინიშნა ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და  ღვინის ექსპორტის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები. 

მხარეებმა  ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს,  რომლის რიგით მესამე სხდომა, ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება. 

მხარეებმა  დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები.  გამოითქვა იმედი, რომ საქართველო–ბელარუსის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნულ გამოფენას, რომელიც ხვალ გაიმართება და მასში  მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. გამოფენაზე ასევე  წარმოდგენილი იქნება საქართველო–ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics