10:44 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 22:33:04, 712 ნახვა

სპეციალური ანონსი
1-ელი სექტემბრის სპეციალური ანონსი

1 სექტემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზში ინტერნეტმმართველობის ფორუმთან (GeoIGF 2016) დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი მარიამ სულაბერიძე და „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” წარმომადგენელი უჩა სეთური ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, მესტიაში სტარტს აიღებს ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეკლდეურობაში.

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში თინა ბოკუჩავას და გოგა ონიანის პრესკონფერენცია გაიმართება. 

1 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალის, „ღამის სერენადების“ დასკვნით ნაწილთან დაკავშირებული პრესკონფერენცია.

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დიდუბის #16 ოლქის მააჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაიას საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება.
მის.: დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, კორპუსი 5ა
საკონტაქტო პირი მეგი ალანია - 591 311 244

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანობა და განვითარების’’ ადვოკატები - ივანე მეფარიშვილი და ერასტი ჯაკობია ბათუმში, საკონსტუციო სასამართლოს შენობასთან ბრიფინგს გამართავენ.
თემა: საკონსტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები
საკონტაქტო პირი ივანე მეფარიშვილი - 574641717

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ბელარუსის რესპუბლიკის მასშტაბური ბიზნეს-გამოფენა გაიხსნება. 

1 სექტემბერს, 12:00 საათზე , ”ეივონ (AVON) კოსმეტიკს” საქართველოს დირექტორი, სერგეი ოსადჩი და ”ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. 
მის.: ჭავჭავაძის 74, ლიბერთი ბანკი

1 სექტემბერს, 13:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენას დაესწრება.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #118, „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში საქმიანი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, სადაც სიტყვით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოვა. სხდომას ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ ბრილი დაესწრებიან.

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე, ვაკის რაიონული ორგანიზაციის ოფისს ოფიციალურად გახსნის.
მის.: ი. აბაშიძის #47

1 სექტემბერს, 14:45 საათზე, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტის „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური ნაწილის გამარჯვებულები დასახელდება. 
საკონტაქტო პირები: ვახტანგ კუპრავა 599 501 014, ლელა წიკლაური 577 74 53 53 

1 სექტემბერს, 15:00 საათზე, მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გამოფენა-კონცერტი ”ჩვენი ვაინახები” გაიმართება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
„ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ“ - „პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics