12:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 13:28:06, 2270 ნახვა

მსოფლიო
ცრუ განგაშის გამო, Saudi Airlines-ის თვითმფრინავი ფილიპინების აეროპორტში დაჯდა

ფილიპინების დედაქალაქ მანილას აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Al Arabiya ავრცელებს. 

Saudi Airlines თვითმფრინავის მფრინავმა განაცხადა, რომ ავიალაინერის გატაცება იგეგმებოდა.

როგორც აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე დისპეტჩერებმა ხელმძღვანელობას შეატყობინეს, რომ რეის SV 872-თან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეები არსებობს.

ამჟამად თვითმფრინავი მანილას საერთაშორისო აეროპორტშია.

მედია საშუალების ინფორმაციით, მფრინავის მიერ განხორციელებული ზარი დისპეტჩერთან შეცდომა იყო, რამაც ცრუ განგაში გამოიწვია.

Al Arabiya ცნობით, რეისის დროს Saudi Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 300 მგზავრი იმყოფებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics