17:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 21:34:36, 2064 ნახვა

მსოფლიო
ობამა: მსოფლიოში, რომელმაც უკვე დატოვა იმპერიების ეპოქა, რუსეთი კვლავ ცდილობს წარსული სიძლიერის დაბრუნებას

მსოფლიოში, რომელმაც უკვე დატოვა იმპერიების ეპოქა, რუსეთი კვლავ ცდილობს წარსული სიძლიერის დაბრუნებას, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო გამოსვლაში განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირი რუსეთის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა დღეს ცდილობს, აგრესიის დახმარებით დაიბრუნოს წარსული სიძლიერე. 

„მსოფლიოში, რომელმაც უკვე დატოვა იმპერიების ეპოქა, ვხედავთ, რუსეთი როგორ ცდილობს წარსული სიძლიერის დაბრუნებას“, - განაცხადა ობამამ.

მისივე განცხადებით, თუკი რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების საქმეებში ჩარევას, მისივე საზღვრები კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება.

სირიის კონფლიქტზე საუბრისას, შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.

„აქ ვერავინ გაიმარჯვებს. უნდა დავკავდეთ უმძიმესი დიპლომატიური სამუშაოებით იმ მიზნით, რომ შევაჩეროთ ძალადობა და დავეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“, - განაცხადა ბარაქ ობამამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics