19:20 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 16:01:43, 3279 ნახვა

კულტურა
მხატვარ FRAMAVI-ს გამოფენა „ლიმფა“ მოძრაობას საქართველოდან დაიწყებს

ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით  თქვენ საშუალება გექნებათ ახალი თვალით,სხვანაირად დაინახოთ ჩვეულებრივი საგნები და ამაში მხატვარ Framavi-ს პერსონალური გამოფენა, „ლიმფა“ დაგეხმარებათ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება.

თანამედროვე კაცობრიობა ცდილობს სულ უფრო მეტი ყურაღება დაუთმოს ჯანსაღი წესით ცხოვრებას. Framavi ამ ტენდენციის მომხრეა. ლიმფა (ხერხემლიანთა ირგანიზმში არსებული გამჭირვალე სითხე) მოძრაობს ადამიანის სხეულში, ატენიანებს და მიკროელემენტებით ამდიდრებს მის ქსოვილებს . ეს უჩინარი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი ხშირად იგნორირებულია. ზოგჯერ ადამიანი ასევე არაფრად აგდებს შინაგან ენერგიას , რომელიც მას მოქმედების უნარს ანიჭებს და აძლიერებს - ჩვეულებრივად მიიჩნევს, რომ თითქოს ასეც უნდა იყოს.

მხატვრის მიზანია ამ მეტაფორისა და ნახატების საშუალებით დაეხმაროს თითოეულ მნახველს, იპოვოს თავისთავში მარცვალი, რომელიც წაახალისებს გადადგას ნაბიჯი თვითგანვითარებისა და თავისი შინაგანი რესურსების ძიების გზაზე. მხატვარი სწორად საქართველოში მოგზაურობამ შთააგონა, ამიტომ გამოფენაც თბილისში გაიმართება. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ზეთის საღებავებითა და მხატვრის უნიკალური ტექნიკით შესრულებული აბსტრაქციონიზმის სტილის 17 ნამუშევარი .

ცნობისთვის, მარია შუტენკოვა ცნობილია,როგორც Framavi. იგი დაიბადა 1988 წელს უკრაინის ქალაქ ლიტინში. დაამთავრა ლონდონის ხელოვნების აკადემია და იმპრესიონისტების სკოლა საფრანგეთში. მის შემოქმედებაში ძირითადად წარმოადგენს აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს და აბსტრაქტულიმპრესიონიზმს.

მარია რეგულარულად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში, კერძოდ: ვენეციის 55-ე ბიენალზე ,იტალია ,2013;  "მსოფლიო მხატვრები" , Espace Leo Ferre,,
მონაკო 2014 , ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი “Senza Assaggio di Milano Titolo Art Awards 2015”.2015 წელს იგი დაჯილდოვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორდენით "ხელოვნების მეგობრობა". 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics