04:52 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 10:36:39, 1497 ნახვა

სამართალი
აშშ-ის მთავრობა საქართველოს ორ 110-ფუთიან Island-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, იან კელის შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო. შს მინისტრმა აშშ-ს ელჩს სამინისტროს მიერ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულება, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა აშშ-ს ელჩთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა იან კელის შსს-სა და ცესკო-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე შს მინისტრმა და აშშს-ს ელჩმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში დაგეგმილი შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორ, 110-ფუთიან Island-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics