14:59 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 15:04:54, 1719 ნახვა

სამართალი
მოწმის ჩვენებით, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" დროს ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ყოფილი სამართალდამცველი ჯონი ჯოხარიძე დაიკითხა. ჯოხარიძე 2006 წელს ნავთლუღის ტერიტორიაზე ზონის ინსპექტორი იყო.

სასამართლოზე მიცემული ჩვენების მიხედვით, ჯოხარიძე სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იდგა. მან დაინახა,  რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე ავტომანქანა გაჩერდა. ავტომანქანიდან გადმოვიდა 5-6 ადამიანი და გადმოსვლისთანავე  სროლა დაიწყეს.

როგორც ჯოხარიძე აცხადებს, მან დაინახა, თუ როგორ გარბოდა სამი პიროვნება და სწორედ მათ შეყვნენ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ეს იარაღიანი პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმული.

ყოფილი სამართალდამცველის ინფორმაციით, როდესაც მიუახლოვდა ტერიტორიას, უთხრეს, რომ იქ ოპერაცია ტარდებოდა. მოწმე ამბობს, რომ დაინახა, ერთ-ერთ დაცემულ პირზე ნიღბიანმა პირმა როგორ განახორციელა გასროლა. მისივე ცნობით, ეს  ნიღბიანი პირი დათა ახალაია იყო.

"პიროვნებები, იქ ვინც ამოვიცანი, იყვნენ დათა ახალაია და გიორგი მაზმიშვილი",- აღნიშნა მოწმემ.

ამასთან, ჯოხარიძემ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მიიტანეს იარაღები და დაალაგეს, რის შემდეგაც მოვდნენ სპეცრაზმელები. ამ სამ პიროვნებას იარაღი არ ქონია.

 ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიასა და გია დგებუაძეს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics