09:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 12:37:55, 1448 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ივანიშვილი ბიზნესმენებს: საკმარისად აქტიურობთ? თუ იმის შემყურე ხართ, რომ ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობენ, კითხვებით მიმართა.

ივანიშვილი დაინტერესდა, რამდენად ცდილობენ ბიზნესმენები საზოგადოებას განუმარტონ ის გარდაქმნები, რაც ეკონომიკაში მოხდა.

„არასდროს დამისვამს კითხვები და დღეს მინდა დავსვა, რამდენად აქტიურები ხართ დღეს? თქვენ რამდენად ცდილობთ, განუმარტოთ თანამშრომლებს ან ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ეკონომიკაში, თუ თქვენ თვლით, რომ არაფერი არ შეცვლილა? საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია ვაჭრებმა, ბიზნესმა მოახდინა. თქვენ ასრულებთ ამ როლს? მე მხოლოდ შეკითხვას ვსვამ, ღმერთმა დამიფაროს, რომ რაიმე პრეტენზია მქონდეს თქვენთან.  როგორც მოქალაქე გისვამთ კითხვას- საკმარისია თქვენი როლი და წვლილი?  ბევრი გაჭირვებულია დღეს საქართველოში და ვცდილობ,  თითებით ავუხსნა ძალიან ბევრს ყველაფერი. ჩემი ვოიაჟების ძირითადი მიზეზიც ეს არის. მახსოვს, კახეთში მყოფს ჟურნალისტები ჩამეკითხნენ, კი მაგრამ, რა გინდათ, რომ დადიხართ რეგიონებში? რა არის არის თქვენი განმარტებები? დავფიქრდი და ვთქვი, რომ საზოგადოებას მოთმინებისკენ მოვუწოდებ. რატომ მოვუწოდებ მოთმინებისკენ? იმიტომ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, როგორიც იყო, ისევ ისეთი გაჭირვებული დარჩა ამ ოთხი წლის განმავლობაში და ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და ამ გარდაქმნების როლი. ადამიანების ნაწილს ,როგორც არ ჰქონდათ  სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, არ აქვთ დღესაც. ძალიან ბევრს შემოსავალიც მნიშვნელოვნად ან საერთოდ არ გაზრდილა. თუ იმითაც გავაღრმავებთ სიტუაციას, რომ სოციალურად დაუცველი პირების ნაწილს მოეხსნა დახმარება. მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახევარი მილიონით გაზარდა ხალხის რაოდენობა, ვისაც სოციალური დახმარება დაუნიშნა, იმის შემდეგ ინდექსებით გადახედეს და ახალმა ხელისუფლებამ ეს შეამცირა, რაღაც სისტემებს იგონებენ, ცვლიან და ცდილობენ, დაეხმარონ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, იმაში, რომ ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, ხელისუფლება არაა დამნაშავე.

„არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც არჩევნების პროცესში დახამრებას იღებდნენ და შემდგომ ვეღარ მიიღეს. ამ ადამიანებს რაღაც ინდექსების გაგება არ შეუძლიათ, არიან ისეთებიც, რომლებმაც დაკარგეს კიდეც. მათ უჭირთ ობიექტური ანალიზი - აი, მქონდა და აღარ მაქვს მაგრამ ასეთები ცოტანი არიან. ეს არ არის ძირითადი მასა, ძირითადი მასა მაინც არიან ისე, რომ პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება ძალიან რთულად ესმით. 60 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 600 ათასი უნდა შექმნილიყო, რომ გარდატეხა მომხდარიყო ქვეყანაში. ძალიან დიდი მასა ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია, აუხსნა ის გარდაქმნები, რომელიც მოხდა. ისევ ძალიან უჭირთ, მაგრამ მთავრობის პრობლემაა ეს? რა თქმა უნდა, არა. ეს არის ჩვენი უახლოესი ისტორიის შედეგი. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, გაჩერდა კოოპერატივები და დაინგრა ქვეყანა, მაგრამ კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ამაში დავადანაშაულოთ? ვერ გავაკეთოთ სწორი ანალიზი? ეს დანაშაული იქნება. ჩემი ვალია, სახელმწიფო დავარწმუნო, რომ მოხდა ძალიან დიდი გარდაქმნები. სად ვიყავით ჩვენ 4 წლის წინ? პატრიარქის სიტყვებს ძალიან ხშირად ვიშველიებთ - უფსკრულის პირას ვიდექით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ფორუმს 100-მდე ბიზნესმენი ესწრება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics