18:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 14:28:50, 1603 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოში ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს

არანაირი კანონი არ ავალდებულებს არც ერთ ბიზნესმენს, მოვიდეს ამ ფორუმზე და არც ივანიშვილს, რომ ასეთი ტიპის ფორუმები გამართოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „მოქალაქის“ ორგანიზებით გამართული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ფორუმზე ბიზნესსექტორის მდგომარეობა შეფასდა.

„ივანიშვილმა მოყვა, თუ რას აკეთებდა მთავრობა გასული 4 წლის განმავლობაში, რათა ბიზნესსექტორის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ასევე დისკუსია იყო იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ 10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად უფრო განვითარებული იყოს. მე პირადად ხაზი გავუსვი იმ საკითხებს, რაშიც ყოფილ პრემიერს არ დავეთანხმე, მათ შორის ავღნიშნე, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ტიპის ფორუმები არ უნდა გაიმართოს. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ამ ადამინს აქვს ძალიან დიდი გავლენა და ამასთანავე ბიზნესს აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ამ ქვეყანაში სახელმწიფოსთან ურთიერთობის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ექს-პრემიერი მას სხვადასხვა საკითხში დაეთანხმა, თუმცა ის ვერ ხვდება, რაში არ ეთანხმება მას ბიძინა ივანიშვილი.

ჯაფარიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, მეტი ენერგია დაუთმონ იმას, რომ საზოგადოებას გააგებინონ, თუ როგორ გაუმჯობესდა ბიზნესსექტორის მდგომარეობა განვლილი 4 წლის განმავლობაში.

„თვითონ ბიზნესმენები კმაყოფილები დარჩნენ შეხვედრით. როგორც ჩანს ისინი ექს-პრემიერს ეთანხმებიან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics