19:12 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 17:18:48, 701 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე რუსთავში უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე ქალაქის უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 როგორც შეხვედრაზე ითქვა, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია ხშირი ურთიერთობა პარლამენტარებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

 მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ამასთან, აღანიშნა, რომ ხელისუფლება სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

 “მე რუსთაველი ვარ, ვცხოვრობ იმ ქალაქში, სადაც ჩემი მშობლები, შვილები, მეგობრები, ნათესავები, სადაც თქვენ ცხოვრობთ და ეს ჩემთვის დამატებითი მორალური ვალდებულებაა, რომ 4 წლის განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთო ქალაქისთვის”, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ. მისივე თქმით, რუსთავის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის გამოცდილების გამოყენება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics