05:51 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 18:07:27, 1505 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს

ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პეკინსა და თბილისს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პეკინსა და თბულისს შორის პირდაპირი რეისები დაიწყო. 

„დაიწყო პირდაპირი რეისები თბილისსა და პეკინს შორის, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც ჩინეთიდან, ასევე საქართველოდან. ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხალხთა შორის ურთიერთობები ჩინეთთან გასავითარებელია და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის  და, რა თქმა უნდა,  ჩვენი ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 სექტემბერს დაეშვა.  ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ (China Southern Airlines) უზრუნველყოფს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, „ბოინგ-737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. გადაწყვეტილება ჩინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესახებ ავიაკომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. 

ჩინეთსა და საქართველოს შორის, ბოლო წლებში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართულება სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის. მიმდინარე წლის ივნისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში „Air China“-ს, „Hainan Airlines“-ის და China Eastern Airlines“-ის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც ასევე გამოთქვეს დაინტერესება საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ. როგორც აღინიშნა, ეს პროცესები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics