13:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 20:59:16, 1308 ნახვა

ეკონომიკა
უსუფაშვილი ეკონომიკურ ფორუმზე: მინიშნება, რომ ორ კვირაში არჩევნებია და მათ რა უნდა გააკეთონ, არასწორია

ღია და პირდაპირი მინიშნება, რომ ორ კვირაში არჩევნების დრო რომ მოდის, მათ რა უნდა გააკეთონ და რა არის სწორი, როგორ უნდა იაქტიურონ, მათ შორის, თანამშრომლებთან მეტი უნდა განმარტონ, ეს არის არასწორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით გამართული ეკონომიკური ფორუმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"რესპუბლიკური" პარტიის ლიდერის განცხადებით, მან იცის და სმენია ამ ტიპის შეხვედრების დანიშნულება და მიზანი.

”აქ ვხედავ ერთ ნაწილს, რომელიც არის ძალიან კარგი და სასურველი, როდესაც ბიზნესწრეები შეიკრიბებიან და საჯაროდ იმსჯელებენ ქვეყნის მომავალზე და საჭიროებებზე, რადგან ბიზნესმენები არიან ამ ქვეყნის წინსვლის ყველაზე უფრო მეტი შემოქმედნი და ამიტომ თუ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, კარგია. მეორე ასპექტი არის ის, რომ თუ ბიზნესმენთა შეკრებისას ვინმე ერთი ბიზნესმენი - დღეს ივანიშვილი, ხვალ ხარატიშვილი და ზეგ ტრაპაიძე და ა.შ. რაღაცნაირად თავს უფლებას მისცემს, რომ იყოს ყველაზე უფრო დიდი ქართველი, ყველაზე უფრო დიდი ბიზნესმენი, ყველაზე უფრო დიდი და ყველაზე უფრო სწორი და სხვებს მოუწოდებს, რომ აი, თქვენც ჩემსავით, ჩემნაირად და ჩემი მიმართულებით რატომ არ მოდიხართ ან არ მიდიხართ - ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები ამ მოვლენას”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

​როგორც მან აღნიშნა, რა როლშიც არ უნდა ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილი და რა სტატუსიც არ უნდა ჰქონოდა - პოლიტიკური ლიდერის, თუ ბიზნესმენის, ბიზნესწრეებთან შეხვედრა და მოწოდება, რომ ყველა ერთი გზით წავიდეს, არასწორია.

”ეს იგივეა, მე რომ წავიდე, ხვალ შევხვდე იურისტებს და ყველას მივმართო- მე რომ გეუბნებით, ეს არის კარგი და სწორი, თქვენ იურისტებო, რატომ არ აქტიურობთ, რომ ქვეყანა სწორად წავიდეს, ანუ ჩემსკენ წავიდეს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, თავადაც გამოსულა ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე, მაგრამ მათთვის არ უთქვამს, რა არის სწორი, რას უნდა დაუჭირონ, ან არ დაუჭირონ მხარი.

”ბიზნესმენებთან შეხვედრები პოლიტიკოსების, თავად ბიზნესწრეების არის კარგი, მაგრამ მათ მიმართ ამ ფორმით, ღია და პირდაპირი მინიშნება, რომ ორ კვირაში არჩევნების დრო რომ მოდის, მათ რა უნდა გააკეთონ და რა არის სწორი, როგორ უნდა იაქტიურონ, მათ შორის, თანამშრომლებთან მეტი უნდა განმარტონ, ეს არის არასწორი”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

მან იქვე აღნიშნა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი იმ არასწორი მიმართულებით, რასაც ჰქვია მონოპოლიზაციის სურვილი პოლიტიკაში.

”მონოპოლიზაციის სურვილი პოლიტიკაში მდგომარეობს იმაში, რომ ერთი პარტიაა მხოლოდ კარგი და სხვები არც ერთი არ ვარგა. ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი იმ არასწორი მიმართულებით, რაც კარგს არ მოუტანს ქვეყანას”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ”რესპუბლიკური პარტიის” ანგარიშზე არც ერთ ბიზნესმენს არც ერთი თეთრი არ შეუტანია.

”თუ ვინმე ჩათვლის, რომ ”რესპუბლიკური პარტიაც” და არა მხოლოდ ის, სჭირდება ქართულ პოლიტიკას, მათ იციან, როგორ უნდა დაგვეხმარონ. ამის იქეთ მე არ წავალ. ის ადამიანები ისეთივე მოქალაქეები არიან, ისეთივე პასუხისმგებლობა აქვთ ამ ქვეყნის წინაშე, როგორც მე. ისინი ვერ იქნებოდნენ წარმატებული ბიზნესმენები, რომ არ ჰქონდეთ საკუთარი განსჯისა და ანალიზის უნარი, ამიტომ დღეს ვინც რასაც თვლის სწორად და საჭიროდ, ის გააკეთოს. ეს არის ჩემი აზრით, სწორი დამოკიდებულება პოლიტიკოსებსა და ბიზნესს შორის”, - აღნიშნა უსუფაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics