23:21 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 21:30:00, 770 ნახვა

პოლიტიკა
„თუ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ”ოცნება” და ”ენმ” აღმოჩნდნენ ერთამანეთის პირისპირ, ეს იქნება ძალიან დიდი ხიფათის დასაწყისი“

თუ მომავალ პარლამენტში ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდნენ ერთამანეთის პირისპირ და სხვა არავინ, ეს იქნება ძალიან დიდი ხიფათის დასაწყისი ქვეყნაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ამ ორ ძალას ერთმანეთთან ურთიერთობის არც რესურსი აქვს და არც სურვილი. მათ ერთამენთთან აქვთ მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის განწყობა.

”ეს არის მთავარი, რაც ჩემი აზრით, მოსახლეობამ უნდა გაიგოს და შემდეგ გააკეთოს არჩევანი თითოეულმა მოქალაქემ, რომ თუ მომავალ პარლამენტში ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდნენ ერთამანეთის პირისპირ და სხვა არავინ, ეს იქნება ძალიან დიდი ხიფათის დასაწყისი ქვეყნაში. იმიტომ, რომ ამ ორ ძალას ერთმანეთთან ურთიერთობის არც რესურსი აქვს და არც სურვილი. მათ ერთამენთთან აქვთ მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის განწყობა. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლობა გინდ იყოს 2-ჯერ მეტი პროპორციულად, ანუ 112 თუ 117 და 25 - ”ნაციონალური მოძრაობა”, აქ რაოდენობრიობა სრულ სურათს ვერ გვაჩვენებს. მე ვშიშობ, რომ ”ოცნების” ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება ყველაზე მეტად გაუხსნას გზა სააკაშვილის ფანჯრის გახსნას. არა უშუალოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრიდან დაწყებული პროცესებიდან”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, მას აღარ ხიბლავს ანალიტიკოსობა და კომენტატორობა, ”რესპუბლიკელები“ ახლა აქტიურ პოლიტიკაში არიან და მოსახლეობას მიმართავს, რომ თუ პოლიტიკური პროცესი ჩაიკეტა, მაშინ ქვეყანა უკან წავა. 

”მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ რაც შემიძლია ხმამაღლა, მეტი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საბურათლოს ამომრჩეველს, სადაც მე კენჭს ვიყრი, რომ ამ არჩევნებზე კარგად გავიზაროთ, რომ თუ ჩვენ ჩავკეტეთ პოლიტიკური პროცესი ორ ადამიანს - ივანიშვილ-სააკაშვილს შორის ბრძოლაში, ამ შემთხვევაში როდესაც ორივე გასულია ოფიციალური პოლიტიკური სივრცის მიღმა და ეს კიდევ უფრო ართულებს ამ ვითარებას, თუ პოლიტიკური პროცესი მათ შორის ურთიერთობის გარკვევაზე ჩაიკეტა, მაშინ ქვეყანა უკან წავა. აუცილებელია, პოლიტიკური პროცესის გახსნა, მეტი მოქნილობა”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ თუ ამ პარლამენტში რომ ყოფილიყო მხოლოდ პარტია ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”, საქართველო 4 წელი სტაბილურ ვითარებაში ვერ იცხოვრებდა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics