10:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 22:08:23, 914 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა

პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში ადგილობრივ ბიზნსემენებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც  ბიზნესმენების ინიციატივით გაიმართა, ესპანელი ეკონომისტი ხოსე გომეზ რუიზი ესწრებოდა.

როგორც ბიზნესმენებმა განაცხადეს, შეხვედრის მიზანი იყო ცოტნე ზურაბიანს მათთვის  წყალტუბოს საინვესტიციო გარემო გაეცნო. ასევე, კანდიდატს ბიზნესმენებისთვის პირადად მიეწოდებინა ინფორმაცია წყალტუბოს განვითარების კონცეფციის შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო პოლიტიკისა  და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭირავს.

"შეხვედრაზე ძალიან საინტერესო ინიციატივები გაჟღერდა ბიზნესმენების მხრიდან. შეხვედრაზე მათ გავაცანი ის ბიზნეს გარემო, ინიციატივები და პროგრამები, რომელიც ჩვენ საარჩევნო პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების კუთხით. ჩვენი მიზანია ბიზნესმენებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმისთვის, რომ საქმიანობა მათი იყოს უფრო ხელმისაწვდომი, დასაქმებაზე ორიენტირებული და რაც ყველზე მთავარია ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღე სწორედ ამ ადამიანების საქმინობასა და აქტიურობაზე არის დამოკიდებული",- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

ესპანელი ეკონომისტის თქმით, წყალტუბოს გააჩნია დიდი პოტენციალი და  დიდი ინტერესით ეცნობა მას.

"ჩამოვედი შეხვედრაზე, რადგან დაინტერესებული ვარ ამ ქალაქის საინვესტიციო პოტენციალით. დაინტერესებული ვარ ძირითადად სასტუმროებით და რურალური ტურიზმით. ვთვლით, რომ პოტენციალი ამ ქალაქის არის ძალიან დიდი. ძალიან მომეწონა ქალაქი და შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე ჩამოვალ კონკრეტული წინადადებით", - განაცხადა ესპანელმა ეკონომისტმა ხოსე გომეზ რუიზმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილ იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც პირდაპირ ბიზნესს უკავშირდება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics